ნინო ვიბლიანი – ჟაბეშში გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ადგილზე გეოლოლოგებს ველოდებით

სოფელ ჟაბეშში უხვი ნალექისგან გამოწვეულმა მეწყერულმა პროცესმა პრობლემები შექმნა. არსებულ ვითარებას სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მესტიის მერთან ერთად გაეცნო.

მოვარდნილმა ღვარცოფმა 2 ხიდი და 4 ხიდბოგირი დააზიანა. რის გამოც 15 მდე ოჯახს საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდული აქვს. ადგილზე გაწმენდითი სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს, სიტუაციის ნორმალიზებისთანავე მოეწყობა დროებითი ხიდი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ. ადგილზე დღეს გეოლოგები ჩავლენ და დეტალურად შეისწავლიან გამომწვევ მიზეზებს, რის შემდეგაც განისაზღვრება მომავალში გასატარებელი საპრევენციო სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკან, არამედ იარების მოშუშებისკენ
შემდეგი სტატიასადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილ წევრს დავით გარეჯის საქმეზე დღეს სასამართლოში გამოკითხავენ