ნინო ვიბლიანი – მესტიის მიმართულებით გზის გაწმენდა უკვე მიმდინარეობს და დღის ბოლომდე მოძრაობა აღდგება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო მოძრაობა აკრძალულია. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით არსებულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე სოფელ დიზთან, ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოსულია მეწყერი რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა დღის ბოლომდე აღდგება“ – აცხადებს ნინო ვიბლიანი. მისივე განმარტებით მეწყერის ჩამოსვლა უხვმა ნალექმა გამოიწვია

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკრაძე „კომენდანტის საათის” გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის 8 490 პირი დარეგისტრირდა