ნინო ვიბლიანი: მესტიის მიმართულებით გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე, სოფელ დიზთან ჩამოწოლილი მეწყერისგან გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე სოფელ დიზთან, ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოსული მეწყერისგან საავტომობილო გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ადგილზე მობილიზებულ იყო შესაბამისი ტექნიკა და გზის გახსნა დროულად მოხდა, მოხდა“ – აცხადებს ნინო ვიბლიანი.

მეწყერი სოფელ დიზთან წუხელ გვიან ღამით ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა ორმხრივად ჩაიკეტა. კლდის ჩამოშლა უხვმა ნალექმა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაში„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ირანის მოქალაქემ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასამართლოში დავა მოუგო
შემდეგი სტატია„ატელიე პირველი“ თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ელექტრონულ კომერციაზე გადავიდა