17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

ნინო წილოსანმა ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების ბინა იმ კორპუსში შეიძინა, რომელმაც ისტორიული ტვერელის ეკლესია დაჩრდილა

ნინო წილოსანმა ნახევარ მილიონ დოლარად იყიდა ბინა და ავტოფარეხი კორპუსში, რომელმაც მთაწმინდაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – ტვერელის ეკლესია დაჩრდილა. ინფორმაციას  “სტუდია მონიტორი” ავრცელებს.

გავრცელებული ინორმაციით, წილოსანმა ბინაში $470 000, ავტოფარეხში კი $20 000 გადაიხადა.

ცნობილია, რომ აღნიშნული კორპუსის მშენებლობას წლების მანძილზე აპროტესტებდნენ ხელოვნებათმცოდნეები, კულტუროლოგები და მოქალაქეები, ვინაიდან ახალი მასშტაბური ნაგებობა ფარავდა წმ. მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები – დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
შემდეგი სტატიაუკრაინამ ხერსონის ოლქში რუსული ლოგისტიკური კომპლექსი გაანადგურა