ნინო წილოსანმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფერმერები და მეწარმეები მოინახულა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფერმერები და მეწარმეები მოინახულა.

ნინო წილოსანი ადგილზე გაეცნო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ბლექბერის“ საქმიანობას და დაათვალიერა მის საკუთრებაში არსებული კენკროვანი კულტურების ბაღები და სათბური. შემდგომ კომიტეტის თავმჯდომარე სოფელ ბერლიკში არსებულ ხელნაკეთი ხალიჩების საწარმოს ესტუმრა, სადაც დასაქმებულთა უმრავლესობას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალბატონები წარმოადგენენ.

ნინო წილოსანმა სასათბურე მეურნეობა „პლანტა“ (შპს „ქართული აგრო სახლი“) მოინახულა და სხვადასხვა ბოსტნეულის მოყვანის სასიცოცხლო ციკლს გაეცნო. ბოლოს, გასვლითი ვიზიტი კომპანია „აგრო კომბის“ მიერ გრანულირებული საკვების წარმოების პროცესის მონახულებით დასრულდა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტი აქტიურად გააგრძელებს გასვლით ვიზიტებს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რათა ადგილზე გაეცნოს ფერმერთა თუ მეწარმეთა საჭიროებებსა და წარმატების ისტორიებს.

banner
წინა სტატიაშილიდერობა ნიშნავს რუსეთის ბოროტებას უწოდო ბოროტება, მადლობა ბორის ჯონსონს – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიაირაკლი კოვზანაძე სსფ-ს შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა