13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ნინო წილოსანი: წლებია, რაც ქართველმა ხალხმა „რადიკალურ ოპოზიციას“ უარი უთხრა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განმარტებით, რადიკალურ ოპოზიციას ნული შანსი აქვს როგორც რევოლუციის, ასევე არჩევნების გზით მოსვლაზე – უნგრეთთან პარალელების გავლება სრული აბსურდია.

მისივე თქმით, წლებია, რაც ქართველმა ხალხმა „რადიკალურ ოპოზიციას“ უარი უთხრა.

„უნგრეთში პეტერ მადიარის მიერ მოგებულ არჩევნებსა და მათ შანსებთან ვერანაირ პარალელს ვერ გაავლებენ, იმიტომ რომ აქაური გაცამტვერებული ოპოზიციისგან განსხვავებით, უნგრეთში მოგებულმა პარტიამ ხალხის 54%-მდე მხარდაჭერა აჩვენა, მათ უპრეცედენტო აქტივობა აჩვენეს, რისი სერიოზული ნაკლებობაც აქვთ ჩვენს ოპონენტებს. პირიქით, სწორედ 56%-იანი მხარდაჭერა და კიდევ უფრო მეტი ერგო სხვადასხვა არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხისგან, ამიტომ ამ პარალელების გავლება არის სრული აბსურდი.

რა თქმა უნდა, მათ აქვთ სურვილი, რომ ყველა ხელსაყრელ თემას დაუერთდნენ და რაღაცნაირად, საკუთარი თავი გააიგივონ იმ წარმატებასთან, რომელიც ამ შემთხვევაში, უნგრეთში ოპოზიციურ პარტიას ჰქონდა. ჩვენთან რადიკალურ ოპოზიციას აქვს ნული შანსი, როგორც რევოლუციის, ასევე არჩევნების გზით მოსვლაზე, რადგან მათ უკვე წლებია, ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უთხრა უარი.

უარი უთხრა საკუთარმა ამომრჩეველმაც, იმიტომ რომ რევოლუციას სჭირდება ხალხის დიდი მასები იმისთვის, რომ ის მოხდეს, შესაბამისად, ამ ადამიანების რაოდენობასაც ვერ აგროვებენ, იმიტომ რომ სრულიად გაცამტვერებული არიან როგორც იდეოლოგიურად, ასევე მორალურად. მხოლოდ და მხოლოდ შეუძლიათ ტელევიზიების და ეკრანების წინ ხმაურიანი და ბაქიბუქა განცხადებების კეთება, რომელსაც მათგან ნამდვილად ხშირად ვისმენთ,” – განაცხადა წილოსანმა.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად 9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს
შემდეგი სტატიადაკავებული გიორგი კირვალიძე: 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულებიდან საერთოდ არავის ვიცნობ