20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ნინო წილოსანი შიო III-ზე: დარწმუნებულები ვართ ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ თანხმობას, სიყვარულს, მშვიდობასა და ეროვნულ ერთობას

“დღეს ისტორიული გადაწყვეტილების მომსწრენი ვართ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩია

დიდი პატივისცემით და მოწიწებით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს ამ საპასუხისმგებლო მისიას

ღვთის მადლითა და ნებით, საქართველოს ეკლესიას ერგო ღირსეული წინამძღოლი, რომელსაც ევალება ერის სულიერი წინამძღოლობა, ეკლესიის გაძლიერება და იმ ფასეულობების განმტკიცება, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ქართული სახელმწიფოებრიობა.

დარწმუნებულები ვართ, რომ მისი მოღვაწეობა ღირსეულ სამსახურს გაუწევს სამშობლოს, ეკლესიასა და ქართველ ხალხს, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ თანხმობას, სიყვარულს, მშვიდობასა და ეროვნულ ერთობას.

უფალმა მისცეს მას ჯანმრთელობა, სიბრძნე და ძალა ამ მაღალი მისიის აღსასრულებლად” ,_ წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიპეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შემდეგი სტატიაყაველაშვილი: ახალი სულიერი წინამძღოლის გამორჩევა უდიდესი ეროვნული და სულიერი მნიშვნელობის მოვლენაა