ნინო წილოსანი – საზოგადოებამ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ნახა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის შეფასებით, სამწუხაროდ, საზოგადოებამ გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ნახა.

ჟურნალისტებთან საუბარში ნინო წილოსანი ალეკო ელისაშვილსა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არგუმენტები, რომლითაც მამუკა ხაზარაძე ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო, რადგან მხოლოდ იმას სთხოვდა, რომ არ გაესაჯაროვებინა დახურული შეხვედრის საუბრები.

„კერძოდ, საუბრები ომზე, რევოლუციაზე, დესტრუქციაზე. ვფიქრობ, რომ ქვეყნის მოსახლეობამ და ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, თუ როგორ ოპოზიციურ პარტიებს უჭერენ მხარს და რა გეგმები აქვთ. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს შეგრძნება არ აქვთ, რა არის მათი როლი და მისია ქვეყნის განვითარებაში. ისინი ამ როლს დესტრუქციულობაში, რევოლუციასა და არაკოორდინირებულად მუშაობაში ხედავენ. ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავისი როლი აქვთ და ოპოზიციის როლი არ არის ქუჩაში დგომა და ტელეეკრანებზე ტრიპაჩი. კარგია, რომ ამომრჩეველმა მათი რეალური სახე დაინახა და მიხარია, რომ ალეკო ელისაშვილი იმ რეალობას ნათლად გამოხატავს, რის წინაშეც დღეს ოპოზიცია დგას. ოპოზიციას არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი არ დარჩა, რომ დესტრუქციის ფორმატში იყოს და მსგავს არასახელმწიფოებრივ მიდგომებს აგრძელებდეს. მძიმე პანდემიის პირობებში არასახელმწიფოებრივ ქმედებებს აგრძელებენ, რჩებიან ბოიკოტისა და დესტრუქციის რეჟიმში, რაც აჩვენებს, რომ ისინი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებს არ გამოხატავენ“, – განაცხადა წილოსანმა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით​ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია – ყველასთან გავაგრძელებთ კომუნიკაციას, ემოციას გვერდით ვდებ, ადამიანებს მათი ხასიათების მიუხედავად ველაპარაკები