ნინო წილოსანი: სამწუხაროდ , ხშირად ადამიანებს წაკითხული ან მოსმენილიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი თვლის, რომ ადამიანებს “ქართველების და მუსლიმების” შესახებ მისი განცხადებიდან შინაარსის გამოტანა გაუჭირდათ და ამას საბჭოთა განათლების სისტემას აბრალებს.

ამის შესახებ წილოსანი Facebook-ზე წერს.

“სამწუხაროდ , ხშირად ადამიანებს წაკითხული ან მოსმენილიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ. ამოგლეჯილად რაღაც სიტყვას ჩაეჭიდებიან და მერე მთლიან კონტექსტს კარგავენ . ეს საბჭოთა განათლების სისტემამ დაგვიტოვა და ვშიშობ ახლაც განსაკუთრებთ მაღალ საფეხურზე არ უნდა ვიყოთ ამ კუთხით..

მთელი ჩემი გურიაში ჩასვლის, ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლიმი მაცხოვრებლების უთანხმოების განმუხტვის მცდელობა და ყველა ჩემი კომენტარი იმ განწყობას იზიარებდა რომ ჩვენი მუსლიმი მოქალაქეები საქართველოს , ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და რომ საქართველოს ქრისტიან და მუსლიმ შვილებს გასაყოფი არაფერი აქვთ!!

ამის პარალელურად სეირის მაძიებელი მედიის მხრიდან რაღაც მექანიკური შეცდომით გაჯერდა სივრცე. ან დამირეკეთ და მკითხეთ სწორად გაიგეთ თუ არა, ან დაინტერესდით ვგულისხმობდი თუ არა რასაც დაატარებთ წინ და უკან… ერთი ორი გამონაკლისი ჟურნალისტის გარდა ეს სტანდარტი სხვებისთვის ალბათ არაამქვეყნიურია ..

ამიტომ აქ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ საქართველოს მოქალაქე- ქრისტიანი, მუსლიმი თუ სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის შვილი და სახელმწიფოს მხრიდან ექნება თანასწორი მხარდაჭერა , ისევე როგორც დაფასება

ამ პოსტის ბოლოს კი კითხვა : მართლა შინაარსი ვერ გაიგეს თუ განზრახ მავნებლობას ქონდა ადგილი (?)”, – წერს წილოსანი.

ნინო წილოსანი ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ჩავიდა და აღნიშნა, რომ “ქართველ და მუსლიმ ადამიანებს შორის არაფერი გასაყოფი არ არის”.

banner
წინა სტატიაშიპანკისის ხეობაში ნათესავებს შორის ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა
შემდეგი სტატია“გირჩი – მეტი თავისუფლება” ბიზნესებთან ერთად განცხადებას ავრცელებს