17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

ნინო წილოსანი: სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის პოსტმა გამოხმაურება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებსა და დეზინფორმატორებში ნახა

უზომოდ სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის პოსტმა გამოხმაურება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებსა და ისეთ დეზინფორმატორებში ნახა, როგორებიც გვარამია, ჟორჟოლიანი და მათი თანამოაზრეები არიან,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

,,როგორც ჩანს, ახლა ერთ თამაშს თამაშობენ. რაც მთავარია, ნიკა გვარამია ღარიბაშვილს აგულიანებდა: „ატკინე, დააზიანე მაინცო“ – ალბათ, ამ ხაზის გაგრძელება იყო ეს პოსტიც და შემდგომი პოსტებიც. სამწუხაროა, რომ გვარამიას რჩევებს აჰყვა ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი. იმის მიუხედავად, რაოდენ ნაწყენიც ან გაბრაზებულიც არ უნდა იყოს თავისი გადმოსახედიდან, ჩემთვის მაინც მიუღებელია, რომ „ნაცმოძრაობის“ ნარატივზე დაჯდეს ვინმე“ [IPN] – განაცხადა წილოსანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 2-დან 14 თეთრამდე გაძვირდა
შემდეგი სტატიანასაკირალში ადგილობრივებმა დაარბიეს სახლი, სადაც 62 წლის ქალის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ცხოვრობდა