29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ნინო წილოსანი: რადიკალურ ოპოზიციას რაც ძალიან კარგად გამოსდის, ეს არის ერთმანეთის დაჭმა

რადიკალურ ოპოზიციას ძალიან კარგად გამოსდის, ეს არის ერთმანეთის დაჭმა – იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, საკუთარ თავს დაისამარებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს არაფერი აერთიანებთ, გარდა ძალაუფლების წყურვილისა და ამ ქვეყნის ხელში ჩაგდებისა.

“რადიკალური ოპოზიცია ვერაფერზე თანხმდება, გარდა იმისა, რომ მათ ძალაუფლების ხელში ჩაგდების დიდი სურვილი აქვთ. როდესაც ამ საერთო მიზანს ვერ მიაღწიეს, ახლა უკვე ყველა პატარა დეტალზე აქვთ განხეთქილება. ძალიან კარგად აჩვენებს, რატომ ვერ მიაღწიეს წარმატებას. მათ არაფერი აერთიანებთ, გარდა ძალაუფლების წყურვილისა და ამ ქვეყნის ხელში ჩაგდებისა, რომ შემდეგში ის სისაძაგლეები აკეთონ, რასაც 9 წლის განმავლობაში და შემდეგ უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს აკეთებდნენ. რაც ძალიან კარგად გამოსდით, ეს არის ერთმანეთის დაჭმა და ამას ვადევნებთ ახლა თვალს. იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ისინი საკუთარ თავს დაისამარებენ,” – განაცხადა წილოსანმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: პატრიარქს ჰკითხეთ, რატომ არ იმჩნევს არაფერს, რაც ამ ქვეყანაში ხდება?