13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ნინო წილოსანი: ფასების დროებით კომისიას ჯადოსნური ჯოხის მოქმედების პრინციპის შესაძლებლობა არ აქვს

“ქართული ოცნების” წევრი, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ  პარლამენტში შექმნილ ფასების დროებით კომისიას “ჯადოსნური ჯოხის მოქმედების პრინციპის შესაძლებლობა არ აქვს”.

“ფასების კომისია დადებს თავის დასკვნას და შესაბამისად იქნება ჩვენი მხრიდან რეკომენდაციები გაცემული. არც ამაზე მეტი და არც ამაზე ნაკლები ფასების კომისიას არ მოეთხოვება და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. დროებით კომისიას არ აქვს უცბად ჯადოსნური ჯოხის მოქმედების პრინციპის შესაძლებლობა, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციებს, თუ საჭიროა ჩვენ ვაიინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც უკავშირდება საკონტრაქტო პირობებს, უსამართლო ურთიერთობას მხარეებს შორის და ა.შ., თუმცა ძირითადი დატვირთვა არის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან,” – თქვა ნინო წილოსანმა.  

banner
წინა სტატიაშიჯუანშერ ბურჭულაძე: 2015 წლამდე გაცილებით ბევრი ქონება მაქვს შეძენილი, ვიდრე შემდეგ
შემდეგი სტატიალევან გოგიჩაიშვილი: მდინარაძეს ჯერ ყველაზე ბინძური საქმეები შეასრულებინეს და შემდეგ გააგდეს