16.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ნინო წილოსანი: ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ „ნაცაქტივისტებს“ წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ

დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ „ნაცაქტივისტებს“ წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ – ყველაფერი 2022 წლის შემდეგ შეიცვალა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

ნინო წილოსანის განცხადებით, როდესაც სრულიად განსხვავებული სფეროების წარმომადგენლები ერთდროულად, ერთნაირი რიტორიკითა და ერთი პოლიტიკური დღის წესრიგით იწყებენ მოქმედებას, დამთხვევის დაჯერება სულ უფრო რთული ხდება.

„ისევ 2008 წლის ომზე ,აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ჩვენი მოქალაქეების უმძიმესი ტრაგედიის მიუხედავად, დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ „ნაცაქტივისტებს“ წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ.

მათთვის არც რუსეთში საქმიანობა და არც სააკაშვილის ხელისუფლების რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა გამხდარა პრინციპული პროტესტის საფუძველი. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ მათი დღევანდელი „პრინციპულობა“ რატომღაც მაშინ ვერ გააღვიძა.

ყველაფერი რადიკალურად 2022 წლის შემდეგ შეიცვალა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა პოლიტიკის, არასამთავრობო თუ კულტურის სფეროს არაერთმა წარმომადგენელმა საკუთარ თავში უკომპრომისო „ანტირუსული“ პოზიცია. ამიტომ კითხვა კვლავაც აქტუალურია და, ამავდროულად, მარტივი – რატომ ახლა და რატომ არა მაშინ, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი საქართველო იყო?

როდესაც სრულიად განსხვავებული სფეროების წარმომადგენლები ერთდროულად, ერთნაირი რიტორიკითა და ერთი პოლიტიკური დღის წესრიგით იწყებენ მოქმედებას, დამთხვევის დაჯერება სულ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი წარსული მათივე დღევანდელ სიტყვებს ასე მკაფიოდ ეწინააღმდეგება“, – წერს წილოსანი.

banner
წინა სტატიაშილაშა ფარულავა – „ოცნების“ რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შემდეგი სტატიავიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს, მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა