ნინო წილოსანი ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში ვიზიტით მყოფ ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
სტუმრები დაინტერესდნენ გენდერული თანასწორობის საკითხებით საქართველოში. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომლებიც უკვე გავატარეთ საქართველოში. აღნიშული იქნა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებში ერთ-ერთ პუნქტი გენდერულ თანასწორობას შეეხება და შესაბამისად, ეს კურსი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. დეტალურად ვისაუბრეთ ჩვენს სამომავლო გეგმებზე და იმ მიმართულებებზე, რომლებზეც შეგვიძლია მომავალში ვითანამშრომლოთ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: ხათუნა კვიციანი და გიორგი ხელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილის გუშინდელი სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური გამოსვლა უნდა იყოს მისი უკანასკნელი ტექსტი ქართული სახელმწიფოს სახელით წარმოთქმული – გვარამია
შემდეგი სტატიადავით სონღულაშვილი ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილეს შეხვდა