11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ნინო წილოსანი – ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება

ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება ყველასთვის, მათ შორის იმ ინსტიტუციისთვის, რომელსაც ის წარმოადგენდა – რა თქმა უნდა, მან ყველა რისკი გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა ალბათ, არავისთვის იქნებოდა სასურველი – დეტალები თავისთავად მეტ სიბინძურეს ქმნის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქმის ორივე მხარე იაზრებდა ამ საკითხის სენსიტიურობას და თანამშრომლობა „ამ მტკივნეული, სენსიტიური და ბევრკომპონენტიანი პროცესის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის კანცლერი – ეს ირანის რეჟიმისთვის ბოლო დღეები და კვირებია
შემდეგი სტატიარეზა ფეჰლევი – ირანში ათასობით სამხედრო და პოლიციელი არ გამოცხადდა სამსახურში, რათა რეპრესიებში მონაწილეობა არ მიეღოთ