ნინო წილოსანი გაეროს განვითარების პროგრამისა და ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესის” წარმომადგენლებს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელს და ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესის” აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ელიზბარაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო პატიმარ და პრობაციონერ ქალთა საკითხების თაობაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

„ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ შევხვდით, კონცენტრირებულად მუშაობს ყოფილი პატიმარი და პრობაციონერი ქალების საჭიროებებზე, მათ შორის, უზრუნველყოფს თავშესაფრით, აქვს პროფესიული გადამზადების და მცირე საგრანტო კომპონენტები. მათთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დახმარება, რადგან ამ საკითხს, გარკვეულწილად, სამინისტროს და სხვა მსხვილი დონორების მხრიდან თავისი კონტრიბუცია ესაჭიროება. რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესის ფარგლებში ყველა კატეგორიის ქალების უფლებების დაცვაა, მათ შორის, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო წილოსანმა.

banner
წინა სტატიაშიელისო ბოლქვაძე იტალიის საკონცერტო დარბაზის “Santa Cecilia Hall” პრეზიდენტს მიკელე დალ’ონგაროს შეხვდა
შემდეგი სტატიამაია ბითაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა