33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

ნინო წილოსანი: არ შეიძლება ჩვენს რწმენაზე, ოჯახებზე, ღირებულებებზე ვიღაც ადამიანებს გარკვეული შეურაცხყოფები გავუტაროთ

“არ შეიძლება ჩვენს რწმენაზე, ოჯახებზე, ღირებულებებზე ვიღაც ადამიანებს გარკვეული შეურაცხყოფები გავუტაროთ,”- ამის შესახებ ნინო წილოსანი წერს.

,,როდესაც ადამიანის ღირსებას ეხები, უნდა იყო მზად, რომ ადამიანები საკუთარ ღირსებას დაიცავენ. ყველამ გააკონტროლოს თავი, რომ ადამიანის ღირსებას არ შეეხონ“,- თქვა წილოსანმა.

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად მოძრაობა დააფუძნა. მისი თმით, მოძრაობას “მყისიერი რეაგირება ექნება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე”.

“საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავალთ” – თქვა ქართველიშვილმა.

გიორგი ქართველიშვილი ოცნების პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, ჟანა აკოფაშვილის ქმარია. ის რუსთავი 2-ში გადასვლამდე მთავარი არხის ჟურნალისტი იყო. ქართველიშვილს კი აქტივისტები ტიტუშკების მობილიზებაში ადანაშაულებენ.

რამდენიმე დღის წინ ოცნების პროპაგანდისტული მედია მას აქტივისტ და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე “თავდამსხმელის მეგობრად” მოიხსენიებდა და მის დასაცავად იყენებდა.

banner
წინა სტატიაშიTI- „ქართულმა ოცნებამ“ ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესი კრიტიკული მედიის დევნის მექანიზმად აქცია
შემდეგი სტატიასუსმა გეკა გელაძისა და ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა