ნინო თანდილაშვილი – მომდევნო პარასკევამდე დამოუკიდებელი ექსპერტი უზრუნველყოფს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის ექსპერტიზას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, მომდევნო პარასკევამდე დამოუკიდებელი ექსპერტი უზრუნველყოფს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის ექსპერტიზას.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის, რომ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც პროექტთან დაკავშირებით არსებობს, მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვისაც მათი განხილვის სურვილი აქვს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ საკითხზე – მომდევნო პარასკევამდე შედგება ტექნიკური დავალება იმ დამოუკიდებელი ექსპერტისთვის, რომელიც ჩაერთვება მედიაციის პროცესში, რომელიც უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის დამოუკიდებელ ექსპერტიზას“, – განაცხადა თანდილაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენ ყველა მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ ეს ჰუმანიტარული აქტი განხორციელებულიყო
შემდეგი სტატიანინოწმინდის პანსიონზე მიცემული ჩვენების გამო ახალგაზრდას ბიძა ემუქრებოდა, რომელიც დააკავეს – პროკურატურა