ნინო სურგულაძე: თუ ერთად ვიქნებით ჩვენს ერთიანობას არასოდეს დაემუქრება საშიშროება

სურგულაძე 26 მაისზე

“26 მაისი ჩვენი ძვირფასი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ამ დღისთვის მებრძოლი თითოეული ადამიანისთვის უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს თავისუფლებას, სისხლით მიღწეულ დღევანდელობას. ჩვენი პასუხისმგებლობაა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა წინაშე განვვითარდეთ და წინ წავიდეთ.

მე ახლა ესპანეთში ვარ, დღეს სპექტაკლის პრემიერა მაქვს და სხვა განცდით, სხვა სიძლიერით წარვსდგები მაყურებლის წინაშე! მეამაყებით და მეიმედებით, ჩვენს ერთიანობას არასოდეს დაემუქრება საშიშროება თუ ერთად ვიქნებით და არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი თავისუფლება შეარყიოს.

მიყვარხარ საქართველო ❤️”, – ასე ეხმაურება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საოპერო დივა ნინო სურგულაძე.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: ახლა ხომ ჰგონია სასამართლო კლანს, რომ გაიმარჯვა? – სინამდვილეში დამარცხდა!
შემდეგი სტატიახუხაშვილი: ვარლამ გოლეთიანს ვურჩევდი, კენჭი იყაროს ქუთაისის მერის პოსტზე