ნინო შუბლაძე: „დროა, დავუბრუნდე „დიდ ავიაციას!“

„3-წლიანი პაუზის შემდეგ, დადგა დრო, დავუბრუნდე ჩემს პროფესიას და ტელევიზიას,“ – ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო შუბლაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, მალე შეუერთდები „TV პირველის“ არაჩვეულებრივ გუნდს.
„ჩემს კოლეგებთან ერთად, მჯერა, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ! დიდი მადლობა ჩემს გუნდს ჯანდაცვაში და ჩემს უშუალო ხელმძღვანელს, მინისტრ დავით სერგეენკოს. ვუსურვებ ამ უწყებას, ძალიან იშვიათად დაემსახურებინოს ჟურნალისტების კრიტიკა! ჩემთვის კი, ნამდვილად საინტერესო გამოცდილება იყო ეს 2 წელი და ახლა დროა, დავუბრუნდე „დიდ ავიაციას“. მადლობა თქვენ, ყველას, ჩემო მეგობრებო, გულშემატკივრობისთვის!“ – წერს შუბლაძე, რომელიც თავის დროზე „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის აზრით, ის, რაც თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში ხდება, სახელმწიფოს პროპორციულ განვითარებას აფერხებს
შემდეგი სტატიაპუტინმა ოკუპირებული ცხინვალში რუსეთის ე.წ. ელჩად გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი დანიშნა