3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ნინო ქადაგიძე-ჟვანია: “ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ”

“ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ”, – ასე ეხმაურება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას ბუსა ჟვანიას დედა.

ნინო ქადაგიძე-ჟვანია უწყების მხრიდან ნიკო კვარაცხელის გახსნილ საქმეში ერთ-ერთ ფიგურანტად მისი შვილის დასახელების ნაწილს არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ გამორიცხულია ბუსა ჟვანიას მკვლელობის დაგეგმვასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონოდა.

“ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი იყო კაკულიასი და ჩვენებებშიც აქვს ეს ყველაფერი ნათქვამი – დანარჩენს რაც შეეხება, ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ. [მკვლელობას რომ გეგმავდნენ და] ეს რომ სცოდნოდა ბუსას, ამას გამოვრიცხავ. ერთი, უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედია არის ჩვენთვის ყველასთვის და ახლა მეორე – ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, მე მგონი“, – ამბობს ბუსა ჟვანიას დედა.

ცნობისთვის, ბუსა ჟვანია დღეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ერთ-ერთ ორგანიზატორად დასახელდა. მასზე პროკურატურა ძებნას აცხადებს. ჟვანიას 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული 6 პირის საქმეზე დღეს იმსჯელებენ
შემდეგი სტატიარატომ გაჭიანურდა პასუხები წლიდან წლამდე?! და იყო, თუ, არა ვინმე, ვისაც “აწყობდა” ამ საქმის ჩაფარცხვა?!