8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

ნინო ნადირაძე: ჩემი „რესპექტი“ მინდა დავუფიქსირო ირაკლი კობახიძეს, რომელმაც გასაოცარი დიპლომატია და მოთმინება გამოიჩინა გუშინ

ჩემი „რესპექტი“ მინდა დავუფიქსირო ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც გასაოცარი სასწორისეული დიპლომატია და მოთმინება გამოიჩინა გუშინ,- თქვა ნინო ნადირაძემ პროპაგანდისტული იმედის ეთერში.

,,მე ცოტა გვიან ვნახე მისი ინტერვიუ იმ ალქაჯთან, მას ქალს ვერ დავარქმევ, მე რომ ყოფილიყავი მის ადგილზე, იქვე ვათრევდი თმით, მაგრამ ბატონი ირაკლი კობახიძე ზის იქ, სადაც უნდა იჯდეს ესეთი შესაშური სიმშვიდით. არც გარეგნულად, არც ჩაცმით, არც დახურვით, არც ქცევით ის ქალი არ იყო ევროპელი, ევროპელი იყო ჩვენი პრემიერი. „რესპექტი“ მას ჩემგან, აი, ამ მოთმინებისთვის, ცოტა [მეც] უნდა ვისწავლო” – თქვა ნინო ნადირაძემ.

3 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს მიერ შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი, პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბოლოდროინდელი კანონები და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი – ეს იყო მთავარი საკითხები, რაზეც კობახიძეს კრიტიკული კითხვები ჟურნალისტმა მარია ტადეომ დაუსვა.

banner
წინა სტატიაშიგახარია: გუშინ ბრიუსელში ირაკლი კობახიძემ საჯაროდ გამოავლინა ის, რაც საქართველოში ყველამ დიდი ხანია იცის
შემდეგი სტატიაპროკურატურა: კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება