19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

ნინო ნადირაძე: არ სჭირდება ხალხო გარდაცვლილ სახელოვან ქართველებს თქვენი დაცვა ცემა-ტყეპით

არ სჭირდება ხალხო გარდაცვლილ სახელოვან ქართველებს თქვენი დაცვა ცემა-ტყეპით. ამით მათ სიდიადეს მხოლოდ აკნინებთ,- წერს ოცნების პროპაგანდისტი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

,,დაცვაა, როცა თქვენს შვილებს წააკითხებთ მათ წიგნებს ან უამბობთ მათზე. იმ ანგელოზი ბავშვის სიკვდილზე გაფიქრებაც კი მაჩანაგებს. ვუსამძიმრებ მშობლებს მთელი გულით,”- წერს ნინო ნადირაძე.

ონისე ოქრიაშვილს თავს გუშინ დაესხნენ – მას სადარბაზოსთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. მისი ცოლის ინფორმაციით, “მას დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი, სისხლიანი ჰქონდა ხელი, დაწითლებული აქვს კისერი და თავში ურტყამდნენ”. ასევე, თვითმხილველის მიერ გუშინ გადაღებულ კადრებში ისმის, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები ნოდარ დუმბაძეს. მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში ოცნების პროპაგანდისტული მედია ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის ხსენების გამო ონისე ოქრიაშვილის დისკრედიტაციას ეწეოდა.

banner
წინა სტატიაშიეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი: დიდი ხანია ამ ქვეყანაში სამართალს კრიზისი უდგას
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ეხმაურება ვერაზე მომხდარ სროლას, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა