ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, საკონსულო აღრიცხვაზე 145 925 ემიგრანტი დარეგისტრირდა.
“ის 128 000 მოქალაქე ხომ გახსოვთ, 26 სექტემბერს რომ იდგა საკონსულო აღრიცხვაზე? დღეს ეს რიცხვი 145 925-ია. მხოლოდ გუშინ 3 671 მოქალაქე დადგა აღრიცხვაზე”, – წერს ლომჯარია Facebook-ზე.
მისივე თქმით, “65 000 უკვე არის სიაში, ამას დაემატებიან დევნილები და უმისამართოები, ასევე ის ხალხი ვინც 26 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით დადგება აღრიცხვაზე”.