ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი ბაჩალიაშვილის საქმის მასალებიდან 20 ტომს უკვე გაეცნო და „უახლოეს პერიოდში შესაბამისი პოზიცია ექნებათ“

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალებს ეცნობა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე საკმაოდ მოცულობითია და მათ შესაბამისი პოზიცია თუ რეკომენდაცია უახლოეს პერიოდში ექნებათ.

“ჩვენ ძალიან აქტიურად ვეცნობით საქმის მასალებს. საკმაოდ მრავალრიცხოვანი მასალებია, მრავალი ტომია საქმეში, დაახლოებით 20 ტომს უკვე გავეცანით. პერიოდულად ვიღებ ინფორმაციას, რა დევს საქმის მასალებში. იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში დავასრულებთ და გარკვეული წარმოდგენა გვექნება გამოძიების ეფექტურობასთან მიმართებით, თუმცა ამ ეტაპზე საქმის მასალების გაცნობასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს. ალბათ, პრაქტიკულად ერთადერთი უწყება ვართ, რომელიც მეტ-ნაკლებად სრულად იცნობს საქმეს და ალბათ, უახლოეს პერიოდში გვექნება შესაბამისი პოზიცია და რეკომენდაცია”,-განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი : დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები ოპონენტების წინააღმდეგ, ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების მიზნით
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია: ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია სოფლად უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა