ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილებით, ომბუდსმენის აპარატის კუთვნილი “მერსედეს-ბენცი” გაიყიდება, თანხა კი ცენტრალურ ბიუჯეტს დაუბრუნდება

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილებით, ომბუდსმენის აპარატის კუთვნილი ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი” გაიყიდება, თანხა კი ცენტრალურ ბიუჯეტს დაუბრუნდება.

როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, 21 დეკემბრის ბრძანებით, ავტომობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცა, საიდანაც აუქციონის წესით გასხვისდება.

“ჩვენ ვერ ვხედავთ აპარატისთვის “მერსედეს-ბენცის” (GLA) მონაცემების და მოდელის მქონე ავტომანქანის საჭიროებას, მითუმეტეს, რომ ყოველწლიურად იზრდება მისი შენახვის ხარჯები, რაც გაუმართლებლად აზარალებს აპარატის ბიუჯეტს.
პროცედურის თანახმად, მომსახურების სააგენტო ავტომობილს აუქციონის წესით გაყიდის და მიღებულ თანხას ცენტრალურ ბიუჯეტს გადასცემს”, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

“მერსედეს-ბენცი” სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წელს შეიძინა.

banner
წინა სტატიაშიიანვრიდან დაინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა
შემდეგი სტატიაპრემიერი გარდაცვლილ ელჩზე: ძალიან მძიმეა ეს დანაკარგი