“ნინო ლომჯარიას დისკრედიტაციული განცხადებები ვერ შეეხება” – თორდია “ენმ”-ს პასუხობს

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია მისი მოადგილის, ნინო ლომჯარიას შესახებ “ენმ”ს გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს და აცხადებს, რომ პოლიტიკური მიზნით ლომჯარიას დისკრედიტაციას ცდილობენ:
„ასეთ განმარტებას ცოტა არასერიოზულად ვიღებ ნამდვილად, იმიტომ რომ გასაგებია ყველას აქვს თავისი პოლიტიკური მიზანი და გასაგებია, რომ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ცდილობენ დისკრედიტაცია განახორციელონ ყველა მისამართით, მაგრამ ნინო ლომჯარიას მსგავსი დისკრედიტაციული განცხადებები ვერ შეეხება. ამიტომ ყველას ვურჩევ რომ რეალისტურ არგუმენტებზე დაფუძნებით ისაუბროს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ვინ არის ნინო ლომჯარია და ძალიან კარგად აქვს გააზრებული რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.
„ენმ“-ში აცხადებენ, რომ ნინო ლომჯარიას გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ დანიშვნით დადასტურდა, რომ იგი „ქართული ოცნების“ კადრია და რატომ არ აკეთებდა ის კრიტიკულ განცხადებებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა რევაზ ადამია, გიორგი ბურდული და ლევან მიქელაძე სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა