ნინო ლომჯარია:”ღამეული მართლმსაჯულება და სასამართლო გადაწყვეტილებები ძალიან უსიამოვნო მოგონებებს და ცუდ შეგრძნებებს იწვევს”

ნინო ლომჯარია ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ მომხდარ ფაქტს ეხმიანება

lomjariaრუსთავი 2-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ განცხადება გააკეთა სამართლიანი არჩევნების დირექტორმა ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, ღამეული მართლმსაჯულება და სასამართლო გადაწყვეტილებები ძალიან უსიამოვნო მოგონებებს და ცუდ შეგრძნებებს იწვევს და სამწუხაროა, რომ ანალოგიურ პრეცედენტს აქვს დღესაც ადგილი.

„აღნიშნულ განჩინებაზე ჩემი შთაბეჭდილებაა: თუკი, აქამდე შეიძლებოდა კიდევ ყოფილიყო რაიმე ტიპის ეჭვი, რომ სასამართლოს ქმედებები, შესაძლებელია, ემსახურებოდა მხარეთა უფლებების დაცვას, ამ შემთხვევაში, უკვე ძალიან ღია და აშკარაა ის, რომ მოსამართლე ცდილობს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. აქ რამდენჯერმე გაჟღერდა, მოსამართლეს ნახსენები აქვს, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ტელეკომპანია აშუქებდეს სამართლიანად და ობიექტურად მოვლენებს. თუმცა, მას არანაირი მტკიცებულება არ მოჰყავს და არც მსჯელობს იმაზე, თუ რატომ ფიქრობს, რომ დღევანდელი სარედაქციო პოლიტიკა უსამართლოა და ამბობს, რომ იმისათვის, რომ ეს სარედაქციო პოლიტიკა ემსახურებოდეს საზოგადოებას, საჭიროა დროებითი მმართველობა შემოვიდეს ტელევიზიაში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაში”ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე”- ზაალ უდუმაშვილი
შემდეგი სტატიაეკა გიგაური:”მოსამართლემ აბსურდული გადაწვეტილება გამოიტანა”