ნინო ლომჯარია: უკიდურესად შემაშფოთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

“უკიდურესად შემაშფოთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე!
მე და ჩემი თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს მიმდინარე პროცესს. ჩვენი დაკვირვებით, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ღონისძიების – პატიმრობის, გამოყენების აუცილებლობას. იმედია, ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან!”,-აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

banner
წინა სტატიაშიბაქარაძე: დღევანდელი დღე მელიას დასასრული კი არა, ხელისუფლების დასასრულის დასაწყისია
შემდეგი სტატიანამდვილად, ბნელი დღეა თბილისში – რებეკა ჰარმსი