ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტოს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ლომჯარიამ განაცხადა, რომ აპირებს სამართალდამცველებს ახალი მუქარის წერილები გააცნოს, რომელიც არ გაუსაჯაროებია.

„ვიცი სახელი და გვარები, მაქვს ასევე დამატებითი სხვა მუქარებიც, რაც არ გავასაჯაროვე, რადგან ძალიან არაკორექტული იქნებოდა და მინდა მათ შესახებაც მივაწოდო ინფორმაცია“,- განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მუქარის შემცველი წერილების ავტორები გამოაშკარავდებიან.

„ეს ადამიანები, მათი პროფილის მიხედვით, რეალური ადამიანები არიან. მაინტერესებს, ვინ არიან, რა ჯგუფებს წარმოადგენენ და ძალიან მნიშვნელოვანია, სამართალდამცველმა ორგანოებმა მოიკითხონ ეს ადამიანები, მივიდნენ მათთან. რამდენად დაკვალიფიცირდება ეს, როგორც დანაშაული, უკვე მათი გადასაწყვეტია.

როგორც ჩანს, ძალიან მასიურად ხდება მსგავსი მუქარები და ჩვენ არ უნდა შევეგუოთ და არ უნდა მივიღოთ ეს, როგორც ნორმა“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა, რომ რამდენიმე თვის წინ მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. „მეც მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, მუქარა და დაუსრულებელი შეტყობინენები ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიაკობა კვარაცხელია: მე, არ ვარძლევ ხმას სალომე ზურაბიშვილს