ნინო ლომჯარია – შაქარაშვილის საქმის ჩვენებებში წინააღმდეგობებია, წინადადება გვაქვს გარკვეული გარემოებები დაზუსტდეს

შაქარაშვილის საქმის ჩვენებებში წინააღმდეგობებია, წინადადება გვაქვს გარკვეული გარემოებები დაზუსტდეს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ უკვე წარვუდგინეთ პროკურატურას წინადადება საქმის 24 ტომის მასალების შესწავლის შემდგომ. ამ წინადადებებში ვსაუბრობთ ხარვეზებზე, რაც დავინახეთ გამოძიების მიმართულებით, ასევე ჩაუტარებელ საგამოძიებო მოქმედებებზე, მაგრამ რა გავლენა შეილებოდა ჰქონოდა ამ ჩაუტარებელ მოქმედებებს, არ ვიცით. ასევე, ვაძლევთ რეკომენდაციას, დამატებით განახორციელონ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. არსებობს წინააღმდეგობები ჩვენებებში და გვაქვს წინადადება დაზუსტდეს გარკვეული გარემოებები. ვაგრძელებთ შესწავლას და შემდგომ, შუალედურ რეკომენდაციებს გამოვცემთ“, – განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაში„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ქუთაისში წინასაარჩევნო შეხვედრას მართავენ
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გენერალურ პროკურორთან შეხვედრას გეგმავს