ნინო ლომჯარია: სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და სწორედ ამიტომ გადაიყვანეს ის საავადმყოფოში

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს, ის გლდანის ციხის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუმცა მათ არ დაუდასტურეს, რომ მესამე პრეზიდენტი იქ იმყოფებოდა.

ლომჯარია ამბობს, რომ სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და სწორედ ამიტომ გადაიყვანეს ის საავადმყოფოში.

ლომჯარია განმარტავს, რომ ამასთან დაკავშირებით მას დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მისი წარმომადგენლები უკვე გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან.

“​მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ სავარაუდოდ, ის გაიყვანეს მე-12 დაწესებულებიდან ვცდილობდი დაკავშირებას ყველა შესაბამის უწყებასთან. დაახლოებით 1 საათის წინ, გლდანის ადმინისტრაციამ არ დაგვიდასტურა, რომ იქ იყო მიყვანილი პატიმარი, თუმცა ამ წუთს მდგომარეობით გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ შესაძლოა იყოს იქ….

ჩემი ვარაუდით, მისი მდგომარეობა დამძიმდა, მესამე დღე იყო უკვე, რაც მან უარი განაცხადა იმ ვიტამინების, მედიკამენტების და საკვები დანამატების მიღებაზე, რასაც იღებდა ის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სავარაუდოა, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა და შესაძლებელია გახდა საჭირო მისი ჰოსპიტალიზაცია”,- თქვა ნინო ლომჯარიამ “მთავარი არხის” ეთერში საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: ახლა ქართველი ხალხის განაჩენს დაელოდეთ
შემდეგი სტატიაგლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში ტომოგრაფიის აპარატი მეორე სართულზე ამწეთი შეაქვთ