ნინო ლომჯარია : სათვალთვალო კამერების მეშვეობით დასაქმებულთა პირად ცხოვრებაში ჩარევის ინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, სადაც საუბარია, რომ დაფიქსირდა სამუშაო ადგილებზე ვიდეოთვალთვალის რამდენიმე ფაქტი, სახალხო დამცველი ეხმაურება. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ეს არის პრობლემა და კარგია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აღნიშნულ პრობლემაზე შესაბამისი რეაგირება აქვს.
„ერთ-ერთი შემთხვევა სახალხო დამცველის მიერ იქნა შესწავლილი და დადგინდა დისკრიმინაცია სწორედ იმ ნიშნით, რომ დასაქმებულების პირად ცხოვრებაში ხდებოდა ჩარევა სათვალთვალო კამერების მეშვეობით ისეთ ადგილას, სადაც ეს დაუშვებელია. სახალხო დამცველის გადაწყვეტილება გაასაჩივრა კომპანიამ და მიმდინარეობს დავა.
ჩვენამდე არ მოსულა სხვა დამატებითი ფაქტების შესახებ ინფორმაცია, თუმცა, როგორც ჩანს, ეს პრობლემა არსებობს. თუ ჩვენამდე მოაღწევს მსგავსი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, გვექნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება
შემდეგი სტატიანეთანიაჰუ : კიდევ 6 ქვეყნის საელჩო იერუსალიმში გადადის