ნინო ლომჯარია – საქართველოში ყველაზე ხშირად შრომითი უფლებები ირღვევა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, საქართველოში ყველაზე ხშირად შრომითი უფლებები ირღვევა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავენ.

„შრომით ურთიერთობებში ყველაზე ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები. ეს არის ჩვენი საზოგადოების განწყობები და ნამდვილად არის ინდიკატორი, რომ ან კანონმდებლობაში გვაქვს პრობლემა ან მის პრაქტიკაში განხორციელებაში. დისკრიმინაციას ყველაზე ხშირად სწორედ შრომით უფლებებში ვადგენთ. ეს გულისხმობს დისკრიმინაციას იგივე პოლიტიკური შეხედულებების, გენდერული თუ სხვა ნიშნით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიშეხვედრა აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში
შემდეგი სტატიასაქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობა ემსახურება უსაფრთხოებას რეგიონში – საქართველოს პრეზიდენტი პუტინის მუქარას პასუხობს