ნინო ლომჯარია: სამწუხაროდ, არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ სასამართლო, ან მოსამართლე ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, ან შინაგანი რწმენის საფუძველზე მიიღებს

„სამწუხაროდ, არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ სასამართლო, ან მოსამართლე ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, ან შინაგანი რწმენის საფუძველზე მიიღებს. ამ ტიპის საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო პოლიტიკური ხელისუფალის და შეიძლება, კონკრეტული გავლენიანი პირების მხრიდანაც სრული კონტროლის ქვეშაა. ეს პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა. მისი გამოსვლის ეს ერთ-ერთი ნაწილი ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი და პრობლემატურია“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეცრაზმი კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მივიდა, რაშიც არ ეწერა, რომ მათ სერვერი უნდა წაეღოთ

„მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. შს სამინისტროს საჯარო განმარტება არ გაუკეთებია, რა სამართლებრივი საფუძვლით აიღეს სხვისი ნივთი, რომელიც არა მარტო ნივთია, შეიძლება, კიდევ უფრო დიდი ზიანის მომტანი იყოს. ჩვენ არ ვიცით, პოლიტიკური პარტიის სერვერზე არსებული ინფორმაცია რამდენად ცუდად შეიძლება, იყოს გამოყენებული. ჩვენ არ ვიცით სამართლებრივი საფუძველი. თუმცა ვიცით, რომ დაკავების ოპერაციის დროს შენობიდან ნივთის წაღება, ან სხვისი ნივთის მისაკუთრება და წაღება სახელმწიფოს არ შეუძლია და ერთი შეხედვით, ეს დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია
შემდეგი სტატია25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე-„და უძრავ იყო თბილისის ღამე“…