ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ნინო ლომჯარიას ცოდნა, გამოცდილება, რეპუტაცია არის პირდაპირ თანხვედრაში აუდიტის სამსახურის მიზნებისა და ამოცანებისათვის, – განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ, რომელმაც მედიას მისი პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია წარუდგინა.

„ნინო მთელი ამ ხნის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ისეთ საკითხებში, როგორიც არის წინასაარჩევნო სისტემის შექმნა, ანტიკორუფციული გარემოს ფორმირება, გამჭვირვალე სისტემების ფორმირება საქართველოში. შესაბამისად, მისი ცოდნა, გამოცდილება, რეპუტაცია არის პირდაპირ თანხვედრაში აუდიტის სამსახურის მიზნებისა და ამოცანებისათვის. შესაბამისად,ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიძინა ერთ-ერთი პროფესიონალი კოლეგა,კ ადრი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურასგახდის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას და მისი საქმიანობა და გამოცდილება წაადგება ჩვენი სამსახურის კიდევ უფრო მეტად წარმოჩენას და იმ საქმიანობის კიდევ უფრო მეტად განხორციელებას, რომელსაც ასრულებს ის გუნდი, რომელიც დღეს ამ სამსახურში არის დასაქმებული. პირველი მოადგილის კანდიდატურა იყო ვაკანტური, ნინოც არა იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი და ამ შესაძლებლობით ვისარგებლე. საკურაციო სფეროები გადანაწილდება ჩემი ბრძანებით და გამოქვეყნდება და გახდება საჯარო“,- აღნიშნა თორდიამ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება გადაჯგუფება, ვიწრო ჯგუფის მიერ თავსმოხვეული კარჩაკეტილობის გადალახვა
შემდეგი სტატიასომხეთის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა