ნინო ლომჯარია: “საინტერესოა, რომ BBC-ზე საერთაშორისო დავას შსს კი არა, “ქართული ოცნება” იწყებს”

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, აქციებზე ქიმიური ნარევებით მოწამვლის მრავალრიცხოვანი და დოკუმენტირებული შემთხვევები ხელისუფლების ქმედებებს უკვე საერთაშორისო დანაშაულის ნიშნებს აძლევს. მისი თქმით, შსს დღემდე არ ამხელს, რა ნივთიერებები იყო შერეული წყლის ჭავლში, ხოლო პროცესის მასშტაბურობა და სქემა სისტემურ დარღვევაზე მიუთითებს.

ლომჯარია ასევე ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ბიბისის წინააღმდეგს საერთაშორისო დავის დაწყებაზე განცხადება არა შსს-მ, არამედ “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა.

„ოცნება“ BBC-ს საერთაშორისო სასამართლოებში ჩივილით ემუქრება
დოკუმენტირებულია არა ერთი, ათობით შემთხვევა მათ შორის საეჭვო და დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის. დღემდე შსს ამ გამოძიების, ამ კვლევების, განცხადებების შემდეგაც კი არ ამბობს, რა ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული წყლის ჭავლთან ერთად ანუ ომობინირებულად, იმისთვის, რომ ის ეფექტი ყოფილიყო უფრო დამაზიანებელი და უფრო მძმე მოსახლეობისთვის, ისინი იყენებდნენ ერთდროულად რამდენიმე საშუალებას. როდესაც ეს ფორმები გამოყენებულია მასშტაბურად სისტემურობასთან ერთად, ეს ფაქტი უკვე შეიცავს ადამიანიურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რომელიც არის საერთაშორისო დანაშაული. საინტერესოა, რომ არა შსს-მ, არამედ პარტია “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა განცხადება, რომ საერთაშორისო დავას იწყებენ ამ გამოძიების წინააღმდეგ. ძალიან კარგი, იმიტომ, რომ კიდევ ერთი საერთაშორისო ტრიბუნალი შეიქმნება თუ ისინი დავას დაიწყებენ, სადაც დოკუემნტირებულ შემთხვევებს, სადაც მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, რომ წარმოადგინონ მათი მტკიცებულებები, – ამბობს ლომჯარია.

BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.

ექიმის მიერ გამოკითხულ 350 ადამიანში ბევრს 30 დღეზე მეტხანს გაუგრძელდა სიმპტომები, ზოგიერთს კი გულზე ელექტრული გადახრები დაუფიქსირდა.

BBC-სთან ყოფილი პოლიციელებიც ადასტურებენ, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულ ცრემლსადენ გაზზე 10-ჯერ ძლიერი იყო და დაბანითაც არ ქრებოდა.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქიმიკატის გამოყენება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ნიშნებს შეიცავს და შესაძლოა ქიმიურ იარაღად ჩაითვალოს.

banner
წინა სტატიაში“მოგვმართეთ ცხელ ხაზზე, რომ დავიწყოთ მასალის მოგროვება საერთაშორისო გამოძიებისთვის” – „ფედერალისტები“ BBC-ის გამოძიებაზე
შემდეგი სტატია“აბასთუმანში, სუფთა ჰაერზე მოკალათებულ სადისტს ყველამ უნდა ვუჩივლოთ საკუთარი მოსახლეობის ქიმიური იარაღით მოწამვლისა და ამოხოცვის მცდელობის გამო” – ქეთი დევდარიანი