ნინო ლომჯარია – საბავშვო ბაღებში მდგომარეობა საგანგაშოდ მძიმეა

საბავშვო ბაღებში მდგომარეობა საგანგაშოდ მძიმეა, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააკეთა.
“ვითარება საბავშვო ბაღებში სკოლებზე უფრო მძიმეა – არის გადატვირთულობის პრობლემა, ხშირ შემთხვევაში საგანგაშოა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, რეაბილიტაციას საჭიროებს არა ერთი ბაღი“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
პარლამენტი, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია კვლავ გრძელდება
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე – გავაგრძელებ საქმიანობას, ჩავწვდები კანონებს