ნინო ლომჯარია: რატომ უნდა დამაკავონ?

რუსთაველის გამზირი პროტესტის 326 დღესაც გადაიკეტა. აქციის მონაწილეებმა ტრადიციულად სპეციალური ლენტი გაავლეს, რომლითაც დედაქალაქის მთავარი გამზირი შემოსაზღვრეს.

ადგილზე მყოფ მოქალაქეებს ადამიანები ეტაპობრივად ემატებიან.

აქციაზე იმყოფება ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც, რომელთა მიმართებაშიც სამთავრობო მედია აცხადებდა, რომ მან აქციის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილისკენ გადასვლისკენ მოუწოდა. “პირველებმა” მას ჰკითხა, ელოდება თუ არა ამგვარი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაკავებას.

რატომ უნდა დამაკავონ? პროპაგანდისტული მედია და მათი ჟურნალისტების, მათი ბედნიერების წყაროა, როცა ხედავენ როგორ აკავებენ, ტანჯავენ ადმაიანებს, მოხუცებს, მცირეწლოვნების შვილებს და შშმ პირებს, რავიცი, ეს ყველაფერი ანიჭებთ მათ ბედნიერებას. ისინი ხელს უწყობენ, რომ ფორმალურად განწყობები და საფუძვლები შეიქმნას ამ ადამიანების ტანჯვის და უსამართლო მოპყრობის.

რაც შეეხება კანონებს, რაც ერთპარტიულმა პარლამენტმა 2 დღეში მიიღო, ეს არის დიქტატორული კანონები, ანტიკონსტიტუციური კანონებია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებისთვის, თუნდაც რაიმე დარღვევა რაიმე ნორმების, არ ყოფილა სისხლის სამართლებრივად დასჯადი, – ამბობს ნინო ლომჯარია.

შეგახსენეთ, რომ გუშინ, 18 ოქტომბერს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველი გარკვეული პერიოდით გადაკეტეს.

banner
წინა სტატიაშიაქცია- „დაასანქცირე ქართული ოცნება!“
შემდეგი სტატია18 ოქტომბრის აქციის საქმე – სვანიძე, ხომერიკი, ყიასაშვილი და ნაჭყებია პატიმრობაში გაუშვეს, გამყრელიძე და მაჭავარიანი გათავისუფლდნენ