ნინო ლომჯარია: ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება

“სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება” – სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვას გამოეხმაურა.

ომბუდსმენის თქმით, მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს.

“ყველამ, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან” – აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

4-დღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ოჯახის ინფორმაციით, ფეხბურთელი ბოლოს მცხეთაში, წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა. ფეხბურთელის კვალი სწორედ ამის შემდეგ დაიკარგა.

ოჯახმა ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შსს-ს 19 ივნისს მიმართა.

banner
წინა სტატიაშიგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიანაზი ჯანეზაშვილი – თამარ ჩუგოშვილი მირეკავდა და გაჩუმებას მთხოვდა