ნინო ლომჯარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად მივიდა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად მივიდა. როგორც ლომჯარია განმარტავს, ის პრეზიდენტთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ მივიდა, მათ შორის 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე.

“დღეს მოვედი საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური და მინდა ჩემი მოსაზრებები და წუხილები გავუზიარო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ვესაუბრო გამოძიებასთან მიმართებითაც. არაერთხელ გავაკეთე განცხადება და მოვუწოდე შსს-ს და პროკურატურას დაიწყონ გამოძიება დანაშაულებრივი ორგანიზებული თავდასხმების ორგანიზატორების გამოსავლენად. სამწუხაროდ, ეს დღემდე არ მომხდარა, მე მინდა ამაზეც ვესაუბრო პრეზიდენტს და ზოგადად შექმნილ ვითარებაზე რას ფიქრობს თავად”,- თქვა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი ღარიბაშვილზე: უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა
შემდეგი სტატიანინო ჯანგირაშვილი: მძიმე დაბეჟილობით და ნაღრძობით გადავრჩი