ნინო ლომჯარია: მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ინფრასტრუქტურული პრობლემები (მოუწესრიგებელი შენობები, გაუმართავი საკომუნიკაციო და სანიტარიულ-ჰიგიენური სისტემები)

სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წელს, საქართველოს 17 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 70-ზე მეტი სოფლის ამბულატორია მოინახულა. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ინფრასტრუქტურული პრობლემები (მოუწესრიგებელი შენობები, გაუმართავი საკომუნიკაციო და სანიტარიულ-ჰიგიენური სისტემები), კვალიფიციური დამხმარე პერსონალის ნაკლებობა, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ხარვეზები და ხარისხთან დაკავშირებული პოლიტიკის აქტიური და არათანმიმდევრული გატარება.

✅ მწვავედ დგას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სახელმწიფო პროგრამის საჭიროებაც. არასრული დაფინანსების გამო, პაციენტებს საკუთარი ხარჯებით ან კვლავ სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამის დახმარებით უწევთ თანხის შევსება სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილ ტარიფამდე. ერთიანი სახელმწიფო პროგრამა არსებითად გააუმჯობესებდა კიბოს პაციენტების მკურნალობას და წამლებზე წვდომას, ასევე გააჩენდა კიბოს პრევენციის მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობას.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია ნინო ლომჯარიას: ბიძინა ივანიშვილს რატომ არ იცავთ?
შემდეგი სტატიაზახაროვა:საქართველო ყოველგვარი მიზეზის გარეშე აფართოებს ანტირუსულ, ანტიაფხაზურ და ანტიოსურ რიტორიკას, მათ შორის ბორდერიზაციასთან დაკავშირებით