ნინო ლომჯარია ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის მონახულებას აპირებს

სახალხო დამცველი საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქეების მონახულებას აპირებს. ნინო ლომჯარიას თქმით, მომავალ კვირას კონკრეტულ თარიღზე შეთანხმდებიან, რის შემდეგაც წილკანში ჩავა და ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს შეხვდება.

„მე ველოდები, გამოძიებამ მუშაობა დაასრულოს და ვფიქრობ, რომ მათ გარკვეული დრო სჭირდებათ, თუნდაც იმისთვის, რომ ოჯახის წევრებთან გაატარონ დრო, თუმცა იმ კვირაში ჩვენ კონკრეტულ თარიღზე ვთანხმდებით და მე ვაპირებ, ჩავიდე წილკანში, შევხვდე, გავესაუბრო და მათგან ინფორმაცია მივიღო“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის განცხადებით, მას არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერს და საქართველოს მთავრობას აქვს სტოკჰოლმის სინდრომი, როდესაც შენი დამპყრობელი გიყვარდება – დავითაია
შემდეგი სტატია“ის დაუყონებლივ უნდა გადადგეს”- ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა