ნინო ლომჯარია: კიდევ ერთხელ ვერ შევძელით დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი მონიტორინგს გაუწევს, როგორც მიმდინარე გამოძიების პროცესს ასევე შეაფასებს, “რატომ არ იყო გადადგმული შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი უწყებებისა და პირების მხრიდან ბავშვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის კუთხით”.

“15 წლის არასრულწლოვანი გარდაიცვალა… ვიზიარებ მისი ოჯახის და ახლობლების უსაზღვრო მწუხარებას… ეს შემთხვევა მთლიანად საზოგადოების ტრაგედიაა, რადგან კიდევ ერთხელ ვერ შევძელით დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე.

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატს დაწყებული აქვს საქმის მრავალმხრივი შესწავლა. ჩვენ მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს”- წერს ლომჯარია.

banner
წინა სტატიაშიგია მურღულიას ემოციური პოსტი-ასე ძალიან გავუშინაურდებით სიკვდილს – სხეულისაც და სულისაც
შემდეგი სტატიამარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე: ამ ქვეყანაში ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ!