ნინო ლომჯარია: ყველამ ვიცით, რომ ეს მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახებოდა

ნინო ლომჯარია ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ მომხდარ ფაქტს ეხმიანება

პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გავრცელებას, არასამთავრობოები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურებიან.

ჟურნალისტებთან საუბრისას, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კონსულტანტმა სამართლებრივ საკითხებში, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახებოდა და მასზე ხელი ადამიანთა მცირე ჯგუფს მიუწვდებოდა:

„ყველამ ვიცით, რომ ეს მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახებოდა. ამ მასალაზე ხელი კონკრეტულ პასუხისმგებელ პირებს მიუწვდებოდათ, ამ წრის დადგენა ძალიან მარტივი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე თქმა იმისა, რომ ჯილდო დავაწესოთ ვინ გაავრცელა, ეს არ არის სერიოზული დამოკიდებულება. ყველამ ვიცით, რომ ეს არის ვიწრო წრისგან გავრცელებული და მისი იდენტიფიცირება არ უნდა იყოს რთული. უბრალოდ ამ შემთხვევაში, იმ ადამიანებს, რომლებიც დღესაც მუშაობენ ალბათ ამ სისტემაში, მოუწევთ ხელის საკუთარი თავისკენ გაშვერა. რამდენად არის მზად საქართველოს ხელისუფლება, რომ საკუთარ რიგებში ეძებოს ეს ადამიანები, ამას ალბათ მომავალი დაგვანახებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2-ის” საქმეში აქტიურ ჩართვას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიასამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს