ნინო ლომჯარია ხვალ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჩავა

ხვალ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ჩავა – “მთავარი არხის” ვებგვერდს ინფორმაცია ომბუდსმენის აპარატში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ლომჯარია პანსიონში დაახლოებით 2 საათისთვის მივა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველს წლების განმავლობაში პანსიონში არ უშვებდნენ. დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელი მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის აპარატს მათი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევდა.

გადაწყვეტილება, რომ ნინო ლომჯარია პანსიონში ჩასვლას შეძლებდა ახალმა ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა ომბუდსმენთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

banner
წინა სტატიაშიზაალ ანჯაფარიძე გახარიას გუნდის წევრებს: გინდათ, ხალხის თვალში სინდისიერ პოლიტიკოსებად გამოჩნდეთ? დატოვეთ მანდატები, რომელიც „ოცნების“ ხელიდან მიიღეთ
შემდეგი სტატიაბელგიამ საქართველოს დროებით საზღვარი ჩაუკეტა