ნინო ლომჯარია : ხორავას ქუჩაზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიის გუშინდელმა სხდომამ მნიშვნელოვანი ხარვეზები კიდევ ერთხელ დაადასტურა

გუშინდელმა დღემ გამოკვეთა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მნიშვნელოვანი ხარვეზები, – ასე აფასებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გუშინდელ სხდომას.

როგორც ნინი ლომჯარია აღნიშნავს, კომისიის წევრების კითხვები პროკურორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიმართ ლეგიტიმური იყო, თუმცა გასცეს თუ არა მათ დასმულ კითხვებზე პასუხები, ნინო ლომჯარიას განმარტებით, ერთი დაკითხვით არ გამოჩნდება.

„საგამოძიებო კომისიამ დასვა ის კითხვები, რაც სახალხო დამცველმა დასვა პირველი დღეებში, როდესაც გაეცნო საქმის მასალებს. ვფიქრობ, ის კითხვები ნამდვილად იყო ლეგიტუმური. რამდენად გაეცა ამ კითხვებზე პასუხი, პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ალბათ ერთი დღის დაკითხვა ვერ მოგვცემს რეალურად სურათს. ვფიქრობ, გუშინდელმა დღემ გამოკვეთა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც მათ შორის სახალხო დამცველმაც გამოავლინა გამოძიების მასალების შესწავლის შედეგად“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების და სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შემდეგ ახლა მიმდინარე გამოძიების მასალებს სწავლობს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გუშინ 10:00 საათიდან მიმდინარეობდა, რომელზეც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლს, კახა სირაძესა და საქმის პროკურორს, ზვიად ფხაკაძეს მოუსმინეს. გუშინდელ გამოკითხვაზე მათ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს და კომისიის წევრების კითხვებს უპასუხეს.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია დღესაც შსს-ს წარმომადგენლისა და პროკურორის მოსმენას გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაში“ახალ მთავრობაში ვერ მიხილავთ“ – სუბარი
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა დუისში, მალხაზ მაჩალიკაშვილს ხვდებიან