ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება

გამოძიება მიმდინარეობს არა მხოლოდ პოლიციაში მომხდარზე, არამედ სხვა ძალიან საეჭვო გარემოებებზე, რაც დაკავშირებულია სკოლასთან, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროს ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება.

„ჩემი ინფორმაციით, გარდაცვლილის დედას აქვს ჩვენება მიცემული, რომლითაც დასტურდება არასრულწლოვანზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა. სხვა პირებიც ადასტურებენ ამ ფაქტს, რაც მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ამ საქმეში. თუმცა, გამოძიება მიმდინარეობს არა მხოლოდ პოლიციაში მომხდარზე, არამედ სხვა ძალიან საეჭვო გარემოებებზე, რაც დაკავშირებულია სკოლასთან, ამ მიმართულებითაც იმედი მაქვს, ობიექტურად წარიმართება გამოძიება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაში“ხვალისთვის დაგეგმილი პარლამენტის პიკეტირებას ვაუქმებთ”-ოპოზიცია
შემდეგი სტატია“15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება”-ანდრია ჯაღმაიძე