ნინო ლომჯარია: ექიმები სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად არ ახდენენ პატიმართა სხეულზე საეჭვო დაზიანებების აღრიცხვას

პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე საუბრისას სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლების არასაკმარის რაოდენობას; პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში ხანგრძლივი დროით მოთავსების პრაქტიკას; რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით გატარებული ღონისძიებების ფრაგმენტულობას, ფსიქიატრიული დახმარების პრობლემებს, რაც მეტწილად მხოლოდ ერთჯერადი ან განმეორებითი კონსულტაციებითა და მედიკამენტური მკურნალობით შემოიფარგლება. დაწესებულებების ექიმების მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენის და დოკუმენტირების არასწორ პრაქტიკას, როდესაც რიგ შემთხვევებში ექიმები სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად არ ახდენენ პატიმართა სხეულზე საეჭვო დაზიანებების აღრიცხვას.

✅ „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა პენიტენციურ სისტემაში პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემაა. ნებისმიერი პატიმარი ვისაც დაელაპარაკები, ყველა გეტყვის რომ ეს სისტემა არ მუშაობს გამართულად. ერთი და იგივე ფაქტობრივი გარემოებების და დახასიათების მქონე პირებთან დაკავშირებით სრულად განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება ხდება სამწუხაროდ,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველმა უარყოფითად შეაფასა 2019 წელს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტები
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : ორბელიანის მოედანზე არსებულ მიწისქვეშა პარკინგთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაცია გავრცელდა – შეეცადნენ, მოსახლეობა შეცდომაში შეეყვანათ