ნინო ლომჯარია : დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი დადგენილი არ არის და მათ მიმართ საჭირო საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა

შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი გამოძიების მიერ დადგენილი არ არის – აცხადებს სახალხო დამცველი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით. ლომჯარიამ განცხადება პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შესვლამდე გააკეთა:
“სახალხო დამცველმა დაასრულა საგამოძიებო მასალების შესწავლა და დასკვნის სახით შემიძლია გითხრათ: სასამართლოს განაჩენმაც დაადასტურა გამოძიებაში ის ხარვეზები, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობდა. დღეის მდგომარეობით შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი გამოძიების მიერ დადგენილი არ არის. არის კითხვები, თუ რატომ მივედით აქამდე, რატომ არ არის გამოვლენილი ყველა პირი? – თავად გამოძიების მასალებითაც არაერთი კითხვის ნიშანი ჩნდება, თვალში საცემია გარემოებები, რომ კონკრეტული პიროვნებების მიმართ არ არის ჩატარებული ის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უნდა ჩატარებულიყო. ყურადღება არ აქვს მიქცეული გამოძიებას იმ აუცილებელ დეტალებზე, რომლებზეც მოწმეები თუნდაც ზოგადი სახით საუბრობდნენ. საერთო ჯამში, ვფიქრობთ, რომ გამოძიებამ ვერ ან არ შეძლო გამოევლინა მკვლელობაში დამნაშავე ყველა მონაწილე”, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვნეს
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტებზე 3 პირი დააკავა